ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

31 იანვარი 2022, 13:47 2078 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, დღეს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე.

სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, საკრებულოს დარბაზში უკრაინის სახელმწიფოს დროშა გამოფინეს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარესა და ენმ-ის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ლაშა კომახიძემ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს უკრაინის მისამართით, სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა.

" უკრაინას, რომელიც ომის ზღვარზეა და ხალხს საფრთხე ემუქრება, ვუცხადებ თანადგომას. ესაა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე, უკრაინის მისამართით. ჩვენ გვინდა რომ  მხარდაჭერა სრულად შევავსოთ, რადგან უკრაინის სახელმწიფომ საქართველოს, აფხაზეთის 2008 წლის ომის დროს, სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა"- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა, კომახიძის განცხადება მორიგ პერფორმანსად შეაფასეს.

დღესვე ოპოზიციის წევრებმა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა, რომ საკრებულოს მოეკვლია და წარმოედგინა, მუნიციპალიტეტში რამდენ ობიექტზეა გაცემული მშენებლობის ნებართვები, რასაც სხდომაზე სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

კამათი მოჰყვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნორმატიული ფასის დადგენის საკითხსაც. ოპოზიციონერი წევრები, ითხოვდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქლაქეებისთვის, მიწის ფასის დაწევა მომხდარიყო და დაბალ ტარიფი მიეღოთ.

ოპოზიციის წევრების პრეტენზიები, პოპულიზმის მცდელობად შეაფასა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა.

ლაშა ხახუტაშივილის განცხადებით, ფასები ტურისტულად მიმზიდველ ტერიტორიებზე აუდიტის სამსახურის მიხედვით დგინდება, რადგან აღნიშნული ტერიტორიები საინვესტიციოდ მომგებიანია. საუბარია მემედ აბაშიძის ქუჩის დასავლეთ ნაწილიდან, პეტრას ციხემდე ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქ ქობულეთის ფარგლებში შედის.

მათივე განცხადებით,  ფასები, სპეციალური ფორმულის მიხედვით დგინდება, რომელიც სხვადასხვა ზონების მიხედვით სხვადასხვაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში