ლაბორატორიულად დადასტურებული "ომიკრონის" 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ გაბუნია

31 იანვარი 2022, 17:15 2596 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი კვლევა, რითაც დადგინდება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით".

„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“.

რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში