„ომიკრონის“ 1000-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა

31 იანვარი 2022, 18:01 1169 ნახვა

საქართველოში ინფიცირებული მოსახლეობის 15 პროცენტი არასრულწლოვანია.  რამდენიმე  კვირაა ადგილი შევსებულია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში. როგორც მედიკოსები განმარტავენ, ინფიცირება მოზარდებში მძიმედ არ მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე სწრაფად ბავშვებში სწორედ ომიკრონის შტამი ვრცელდება. ამ დროისთვის დადასტურებული „ომიკრონის“ 1 000-ზე მეტი შემთხვევიდან დაფიქსირდა 3 გარდაცვალება. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირა კიდევ უფრო რთული  იქნება ეპიდვითარების კუთხით. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში