მსგავსი ტიპის ძალადობრივ და კანონგარეშე ქმედებებზე გვექნება სამართლებრივი რეაგირება - ჩიქოვანი

31 იანვარი 2022, 20:48 1745 ნახვა

გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, თურქული კომპანიის მიმართ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყება - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადება გააკეთა.

არჩილ ჩიქოვანი დღეს, ბათუმის მერიის შენობაში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყოველდღიური დესტრუქცია თანამოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ და მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენაა მიმართული. 

"მოკლედ შევაფასებ დღევანდელ დღეს და  კონკრეტული დესტრუქციულ ქმედებას რომლისკენაც გამიზნული არის, ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტია. მათ აქვთ პოლიტიკური დავალება, რათა არასტაბილურობის განცდა შექმნან ქალაქში და საკრებულოს წევრთა ის შემადგენლობა, რომლებიც ძალადობრივი გზით, მათ შორის დაცვის პოლიციელებზე ძალადობით, ცდილობსდნენ შეღწევას მერიის ადმინისტრაციულ შენობის იმ კაბინეტებში, რომელიც განკუთვნილია მერიის სამსახურების საქმიანობისთვის, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ძალადობრივ და კანონგარეშე ქმედებებზე,  გვექნება სამართლებრივი რეაგირება.

რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულ აუდიტის დასკვნას, დასკვნასთან მიმართებაში აღსანიშნავია ცალსახად ის გარემოება, რომ დასკვნა ეხებოდა 2019-2020 წლების მერიის სამსახურს, ჩემს უფლებამოსილებამდე პერიოდის კონკრეტულ ქეისებს, რომელზედაც ქალაქ ბათუმის მერიას  2021 წელს აქვს თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგმული, გათვალისწინებულია კონკრეტული რეკომენდაციები, ეს კონკრეტული დასკვნა არის ფსევდო საფუძველი და ფსევდო მიზეზი, რათა განახორციელონ დესტრუქცია და ხელი შეუშალონ ჩვენი ქალაქის განვითარებას.

ბათუმის მერიას აქვს განხორციელებული რიგი ქმედებები, უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელიც გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ეხება. დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, 49-ჯერ არის შედგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი აქტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 246 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმებია გამოწერილი და აღსასრულებლად არის გადაცემული. კომპანიას გასაჩივრებული აქვს მერიის კონკრეტული ნებართვები. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწტვეტილება, რომლის საფუძველზეც ბათუმის მერიამ მიმართა შესაბამის ორგანოებს და გამოძიება დაიწყება სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენ არსებულ საკანონმდებლო სინამდვილეში, ბუნებრივია, განვახორციელებთ ყველა ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება კანონის აღსრულებისთვის.'' - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში