კორონავირუსის შემთხვევების გამო, კოლეჯი "ახალი ტალღა" დროებით დაიხურა

01 თებერვალი 2022, 11:03 1126 ნახვა

ქობულეთის პროფესიული კოლეჯი "ახალი ტალღა " კორონავირუსის გავრცელების გამო ერთი თვით, პირველ მარტამდე დაიხურა და სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა.

დროებით შეჩერდა კოლეჯში პრაქტიკული მეცადინეობებიც.

პროფესიული კოლეჯის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის კახა ბოლქვაძის განცხადებით, ვირუსი პირველად ადმინისტრაციის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდგომ კი რამდენიმე სტუდენტს.

მისივე თქმით,  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სასწავლებელი სრულად იზოლაციაში გადაიყვანეს და ლექციები 1-ელ მარტამდე დისტანციური სწავლების მოდელით წარიმართება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში