ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს

01 თებერვალი 2022, 10:08 985 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, რათა უკრაინის მიმართ მისი აგრესია შეაჩეროს. მისი თქმით, აღნიშნულ სანქციებს ვერავინ დაემალება.

შეგახსენებთ, ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის შეჭრას კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება.

აღნიშნულს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ასეთი ზომების მიღება რუსულ ბიზნესზე თავდასხმის ტოლფასია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში