აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

01 თებერვალი 2022, 12:35 1754 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ისინი დღეს მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ.

ოპოზიციის წევრები, ხელვაჩაურის ყოფილ მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებასა და სახელმწფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

"სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2019 წლებში და შემდგომ, იგივე კორუფცია გაგრძელდა და მილიონობით ლარი მოიპარა წინა მერმა და რა თქმა უნდა, ის მთავრობის თავმჯდომარის დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებდა. ამიტომ ვითხოვთ პასუხები გაგვცეს კითხვებზე. რა პასუხისმგებლობას გრძნობს ამასთან დაკავშირებით, რომ დაზარალდა ბიუჯეტი და ხელვაჩაურის მცხოვრებლები. მათ 3 მლნ ლარი ვერ გახარჯეს, მაშინ როცა, მეწყერსაშიშ ზონაში ოჯახები მიატოვეს, ამავდროულად არის პროექტები სადაც პირდაპირ წერია, რომ თანხები არამიზნობრივად ჩაურიცხეს ხალხს. 64 ადამიანი გაფორმებული ჰყავთ და ვერ ადასტურებენ თუ რას აკეთებენ ისინი და რატომ იღებენ ხელფასს. ეს ის ადამიანებია, რომლებიც რიჟვაძემ დაუნიშნა ვარდმანიძეს, რომლებიც რიჟვაძის სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდნენ და ბიუჯეტიდან იღებდნენ ამ თანხებს. მათ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ" - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში