საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

02 თებერვალი 2022, 10:49 1130 ნახვა

2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი.

გუშინ საქართველოში 84 658 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.38%.

დღეს ქვეყანაში დადასტურებული ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც:

5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 126.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 139, იმერეთში - 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 44, იმერეთში - 23.

2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 193 - თბილისში, 599 - აჭარაში.

173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში