საწვავსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას მოქალაქეები აქციებით აპროტესტებენ 

02 თებერვალი 2022, 13:25 916 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ორგანიზებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.

თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ პროდუქცია გაძვირდა, გაიზარდა საწვავის ღირებულებაც, რაც თითოეულ ოჯახზე უარყოფითად აისახება. 

"ოცნება აღარიბებს", "მატყუარა მთავრობა" "ხელისუფლება დაგვცინის", ''საქართველო  ქართველების გარეშე'' - აქციის მონაწილეებს ამ შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. 

''ხელისუფლება ბევრ საკითხში დაგვცინის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ''ქართული ოცნების'' ოფისთან იმიტომ შევიკრიბეთ, რომ დაგვპირდნენ გადასახადებს შევამცირებთო. პირიქით ხდება ყველაფერი, ძვირდება ყველაფერი და იმის ყიდვასაც ვერ ვახერხებთ, რაც ოჯახს ყოველდღიურად სჭირდება'' - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში