სანაპირო კურორტებზე 4 თებერვალს ამინდი გაუარესდება

02 თებერვალი 2022, 15:54 2200 ნახვა

ხვალ, 3 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 4 თებერვალს ამინდი გაუარესდება, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

5 თებერვალს კიდევ უფრო გაუარესდება ამინდი, სანაპირო ზოლში თოვლჭყაპი, მთაში თოვლი და ქარბუქი იქნება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ტემპერატურა დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 5 ბალი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში