საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

03 თებერვალი 2022, 10:50 847 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 8 326.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 196 589. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში