სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და მაკრონს შორის 

03 თებერვალი 2022, 11:04 686 ნახვა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს.

„ორმა ლიდერმა დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილა მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრებისთვის მომზადების კუთხით თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, ამ საკითხების მართვის მიზნით კოორდინირებულ და ყოვლისმომცველ მიდგომასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში