სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონსა და ვლადიმერ პუტინს შორის

03 თებერვალი 2022, 11:03 969 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო შეშფოთება გამოხატა.

„უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა,“ - წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს და აცხადებს, რომ „ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს უკრაინის შიდა კრიზისსა და რუსეთის ფედერაციისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი, იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით.“

„რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა თავისი პრინციპული მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. მათი მტკიცებით, საუბრის დროს აღინიშნა, რომ ნატო არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს რუსეთის „საფუძვლიან შეშფოთებას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში