ახალი სამიზნე მაჩვენებლით მოსახლეობის 70% უნდა აიცრას - ამირან გამყრელიძე

03 თებერვალი 2022, 13:06 1555 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი სამიზნე მაჩვენებლით მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ''ბუსტერ დოზის'' გაკეთება. დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე 2022 წლის გეგმაზე ისაუბრეს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ''ბუსტერ დოზა'' 170 000 ადამიანს აქვს გაკეთებული. 

''ყველას ვურჩევთ გაიკეთონ მესამე დოზა. ვაქცინების მარაგი არის. ბუსტერს აქვს სერიოზული შემაკავებელი მექანიზმი. ახალი გეგმა ასეთია უნდა აიცრას მოსახლეობის 70%. 

უნდა გააქტიურდეს საკომუნიკაციო კამპანია.  ასევე ემყარება ეს გეგმა მონეტარულ წახალისებას. მთავარი გზა პანდემიის დასრულების გადის ვაქცინაციაზე. ამიტომ გთხოვთ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ტელევიზიების საშუალებით, მოვუწოდოთ მოსახლოებას მივიდნენ და აიცრან.

ანტივაქსერული მოძრაობა და პროტესტი მხოლოდ ქართული ფენომენი არ გახლავთ. ეს არის ყველგან, მაგრამ საღი აზრი ყველგან იმარჯვებს. ავიღოთ მაგალითი ისეთი ქვეყნებისგან, სადაც აცრილია მოსახლეობის 80 და 90%, სადაც მოსახლეობას მეტი შეღავათი მისცეს, რეგულაციები  შემსუბუქდა. 

ჩვენ ფრთხილად უნდა  ვიყოთ და დავიცვათ რეგულაციები'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში