ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, შესაძლოა, ექიმი პაციენტს 48 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს - გაბუნია

03 თებერვალი 2022, 13:48 704 ნახვა

მოქალაქეებისთვის ბინაზე მართვის პროგრამა ხდება ოჯახის ექიმის საშუალებით. ოჯახის ექიმი ურეკავს პირველ რიგში მათ ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, ასაკი მაღალი და ყავს მცირეწლოვანი ბავშვი - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, შესაძლოა, ექიმი პაციენტს 48 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს.

"ექიმები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდნენ ბენეფიციარებს, თუმცა ასეთი მაღალი ნაკადის პირობებში, შესაძლოა იყოს დაყოვნება, მაქსიმუმ დიაგნოზის დაზუსტებიდან 48 საათის განმავლობაში. ვინც ვერ ახერხებს ოჯახის ექიმთან დაკავშირებას ამისათვის არსებობს 15 22-ის ხაზი, რომ ეს დაყოვნებები შემცირდეს"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში