მდინარის გაწმენდის და ჯებირის მოწყობის მოთხოვნა

03 თებერვალი 2022, 14:36 1444 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ვარშალომიძეების, ზანაქიძეების და სატეხიას მოსახლეობა ადგილობრივ მერიას მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის გაწმენდა-გაფართოვებას და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას სთხოვს. მათი თქმით, ძლიერი წვიმის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ტერიტორიები იტბორება.

აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ აცნობეს, თუმცა უშედეგოდ. დღეს მოსახლეობასთან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ.

ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემას იცნობენ, თუმცა ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, ისინი მოსახლეობას ადრესატ უწყებასთან, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში