12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, გვაქვს მოლაპარაკება მწარმოებლებთან - თამარ გაბუნია

03 თებერვალი 2022, 14:43 1182 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, 2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიც.

„12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში