ერდოღანის და ზელენსკის შეხვედრა

03 თებერვალი 2022, 18:05 1171 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაშია. თურქ კოლეგას უკრაინის ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი მასპინძლობს. ერდოღანი კიევში მეუღლესთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის მთავრობის წევრები.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომაში. არსებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის 12 შეთანხმება გაფორმდება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.თურქეთის პრეზიდენტმა ვიზიტის შესახებ კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში შეხვედრები სასარგებლო შედეგებს გამოიღებს ორი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში