სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე

04 თებერვალი 2022, 18:20 1281 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სააკაშვილთან ექიმების შეშვების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველებმა მოსამართლეს მიმართეს თხოვნით,  გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოეკვლია, თუ რატომ არ უშვებენ მესამე პრეზიდენტთან ექიმებს.

თავად  პატიმარმა ექსპრეზიდენტმაც ისაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც, თქვა, რომ ესაჭიროება ექიმების დახმარება. საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებული ექს პრეზიდენტიც ესწრებოდა. მან ამჯერადაც მიმართა საზოგადოებას, ასევე ბიძინა ივანიშვილს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში