რეპრესიის მსხვერპლთა 29 ნეშტი ხელვაჩაურში

04 თებერვალი 2022, 20:30 1677 ნახვა

1937-38 წლების რეპრესიები წითელ ლაქად მოსდევს მსოფლიოს ისტორიას, მისი ავტორის მსხვერპლი თავისივე ქვეყნის შვილები გახდნენ, ხელვაჩაურის ძველ საბჭოთა სამხედრო ბაზაზე კიდევ 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს, ეს დაემატება აქამდე ნაპოვნ 1050 გარდაცვლილს, სამარხების ძიება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და მეუფე დიმიტრის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს.

ადგილზე სპეციალისტებთან ერთად იღუმენია სიდონიაც მუშაობს. ახალი ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა დიდი ალბათობით უკავშირდება 1938 წლის 15 მარტს ტროიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქ 29 ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით, ამოღებული საარქივო მასალიდან ცნობილია მათი სახელებიც.

ნაპოვნ გარდაცვლილებში არიან ქალები, როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი სასულიერო პირები. ახლა ჯერი სპეციალისტებზეა, რომლებმაც უფრო ღრმა კვლევა უნდა ჩაატარონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში