​უკრაინა - აშშ ერთობლივი სტრატეგია 

05 თებერვალი 2022, 11:15 926 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის აგრესიის შეკავების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საუბრისას ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას გააცნო მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შედეგები.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის აგრესიის შეკავების სტრატეგიის შემუშავების ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული ევროატლანტიკური სანქციების მომზადების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებების დინამიკა განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებში კონსტრუქციულ პოზიციას გამოიჩენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში