კაპიტოლიუმის აღების გამოძიება

05 თებერვალი 2022, 14:40 846 ნახვა

გასული წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარტიის წარმომადგენლები – ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი გაკიცხა, მოვლენებს კი, ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსი უწოდა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებულია „რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალური რეზოლუციის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონგრესმენები -ჩეინი და კინზინგერი მონაწილეობდნენ  „დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ უბრალო მოქალაქეების დევნაში, რომლებიც ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ორივე კონგრესმენის, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების, ნებისმიერ მხარდაჭერას, მათი ქცევის გამო, რომელიც დესტრუქციული იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ინსტიტუტისთვის  და არ შეესაბამება „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის პოზიციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში