ცესკო VS 20/20 - ურთიერთბრალდებები

05 თებერვალი 2022, 18:20 1083 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული ორგანიზაციები და მოქალაქეები „ცესკოს“ დისკრედიტაციას ცდილობენ. „ცესკომ „ უსაფუძვლო ბრალდებები და დეზინფორმაციის კამპანია უწოდა კონკრეტულ განცხადებას, რომელიც ორგანიზაცია სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ლაშა ფარულავას თქმით,  შუალედური არჩევნებისთვის კონკურსი ფორმალობა იყო და  „ქართული ოცნების“ და უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინასწარ შერჩეული პირების დანიშვნას გულისხმობდა. მათივე  ბრალდებით „ცესკოს“ არ ჰქონდა არჩევისთვის კვალიფიციურობის კრიტერიუმი და დროებით წევრებად მორჩილი თანამშრომლები დანიშნა, რათა სრულად გააკონტროლოს კომისიის მუშაობა. ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით ასეთი ბრალდებები საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას და უნდობლობის გაჩენას ემსახურება. განაცხადა, რომ  საარჩევნო კონკურსი  იყო საჯარო და გამოირჩეოდა გამჭვირვალობის პრინციპით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში