თოვლი აჭარაში

05 თებერვალი 2022, 18:10 1265 ნახვა

ბათუმში შტორმმა სანაპირო ზოლი ისევ დააზიანა. დაზიანებულია პლომინადზე არსებული ინფრასტრუქტურა, სკამები და შეზლონგები. ბათუმის წყლის ტექნიკა წმენდს ქუჩებს და ზღვაში შემავალ სანიაღვრე არხებს.

რაც შეეხება მთიან აჭარაშია არსებულ მდგომარეობას. 

ქედაში, შუახევსა და ხულოში- მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს გადასცდა. შიდა სასოფლო გზებზე ამ ეტაპზე მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება, ცენტრალურ გზებს კი ტექნიკა ეტაპობრივად წმენდს.

კურორტ გოდერძის მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის  და ჯაჭვებით აღჭურვილი ტრანსპორტითაა შესაძლებელი გადაადგილება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში