ხალვაშის ფილმის პრემიერა ბერლინალეზე

05 თებერვალი 2022, 18:30 1215 ნახვა

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმს „ლოტო-“ს  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპულ ბაზარზე წარადგენენ. ეს იყო ბოლო ფილმი, რომელსაც რეჟისორი გარდაცვალებამდე იღებდა და მისი დასრულება ვერ მოახერხა. ფილმს საბოლოო სახე თავისმა შვილმა მისცა და ფილმის იდეა მამის ჩანაწერების მიხედვით დაასრულა. ფესტივალი 15 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალზე წარსდგება.

სცენარი ზღვისპირა ქალაქში ბათუმის იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებზეა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მათ ეზო და ლოტოს თამაში აერთიანებთ.  ზაზა ხალვაში იყო არაერთი ფილმის რეჟისორი, რომელმაც კინემატოგრაფიაში თავისი სახელი დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში