რუსეთი ბირთვულ წვრთნებს გეგმავს

06 თებერვალი 2022, 11:15 1357 ნახვა

ამერიკის სამხედრო ექსპერტები დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთი დასავლეთზე ზემოქმედების მიზნით ბირთვული წვრთნების გამართვას გეგმავს. როგორც წესი, რუსეთი  ბირთვული რაკეტების გამოცდას შემოდგომით ატარებს, თუმცა ახლა, ძალების დემონსტრირების მიზნით წვრთნები წლის დასაწყისში გადმოიტანა.

ეს იქნება რუსეთის ბირთვული პოტენციალის სიძლიერის კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთისთვის, რომლის არსენალში 4 500-მეტი ბირთვული ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტა ირიცხება.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე სამხედრო წვრთნების პარალელურად თუ რუსეთი ბირთვული იარაღის წვრთნებს დაიწყებს, ეს იქნება დაუჯერებელი პროვოკაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში