ვაქცინაციის აგიტაცია ოჩხამურში

06 თებერვალი 2022, 15:30 1331 ნახვა

მძიმე ეპიდვითარების ფონზე კვლავ დაბალია ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი რის გამოც  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი,  სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ნინო ნიჟარაძე ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში