აცრები მინიმუმზეა, სულ 345 პირველი დოზა გაკეთდა

06 თებერვალი 2022, 15:20 1022 ნახვა

გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 2 ათას ხუთასამდე მოქალაქე აიცრა, მათ შორის პირველი დოზით  345. მედიკოსები   ვირუსის დამარცხების ერთადერთ გზად მხოლოდ ვაქცინაციას მიიჩნევენ და აცრის გაკეთების აუცილებლობაზე მიუთითებენ. ვაქცინაციის ტემპი კი ქვეყანაში განსაკუთრებით მწვანე პასპორტების გაუქმების შემდეგ დაეცა. 

კოვიდი გასული დღე-ღამის განმავლობაში 19 ათას ადამიანზე მეტს დაუდასტურდა, თუმცა მედიკოსები შემთხვევების მატებას უკვე სამშაბათს, უქმე დღეების შემდეგ ელოდებიან. მათივე მტკიცებით არც ეს არის მათთვის რეალური სტატისტიკა ვინაიდან არსებული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ჯერ ჭარბობს  რეალურს. ვირუსს გასული დღეღამის განმვალობაში კიდევ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში