ანტივაქსერული დემონსტრაციები კანადაში

06 თებერვალი 2022, 15:05 962 ნახვა

კანადის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტია ქუჩებში, მათ შორის ტორონტოს ფინანსურ ჰაბში - ისინი ოტავადან სხვადასხვა ქალაქებისკენ გუშინ დაიძრნენ. თავისუფლების კოლონა - ამ დასახელებით მოძრაობა სავალდებულო ვაქცინაციის საპროტესტოდ დაიწყო, რომელიც ტრაილერების მძღოლებს შეეხო და შემდეგ ქვეყნის კოვიდ-პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა.

საპროტესტო ბანერებზე წარწერებია - ერთ დიდ ციხეში გვაცხოვრებენ, არ გვსურს საწამლავი ჩვენს ვენებში, გვინდა ნორმალური ცხოვრება, - აქციებზე ნაცისტური სიმბოლიკაც გამოჩნდა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებიც. კანადის პოლიცია ამერიკის ფედერალური დაზვერვის სამსახურთან ერთად აწარმოებს გამოძიებას საპროტესტო აქციის ცალკეულ ორგანიზატორებზე, რომლებიც ადრე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის შეერთებულ შტატებშიც დევნიდნენ.

ტრაილერების კანადელ მძღოლებს სოლიდარობა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოუცხადა, აღნიშნა, რომ ჯასტინ ტრუდოს  შეშლილმა კოვიდ-შეზღუდვებმა დაანგრია კანადა. პროტესტის ფინანსური მხარდაჭერისთვის კალიფორნიაში შეიქმნა ვებ-გვერდი, რომლითაც უკვე 10 მლნი კანადური დოლარი შეიკრიბა. ტესლას დამფუძნებელმა ილონ მასკმა ამ ვებ-გვერდის შემქმნელებს ქურდები უწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში