გაერო - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა მოპარული კრიპტოვალუტით ფინანსდება

07 თებერვალი 2022, 09:52 557 ნახვა

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ქვეყნის სარაკეტო პროგრამების დასაფინანსებლად მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს, - ამის შესახებ გაერო-ს მოხსენებაშია აღნიშნული.  დოკუმენტის თანახმად, 2020 წლიდან 2021 წლის შუა პერიოდამდე კიბერთავდამსხმელებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი ციფრული აქტივები მოიპარეს. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი თავდასხმები ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის „მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა“.

კიბერშეტევების სამიზნე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში კრიპტოვალუტების მინიმუმ სამი ბირჟა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში