ქობულეთის "შუქურა" თურქეთში 4 შეხვედრას გამართავს

07 თებერვალი 2022, 11:47 1289 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ქობულეთის "შუქურა" ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.

ქობულეთური კლუბი თურქეთის ქალაქ ლარაში 17 თებერვლამდე დარჩება და ამ პერიოდში 4 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ამხანაგური მატჩების განრიგი:

  • 07/02   ლვივი - ლვოვი;
  • 11/02   ვიშკოვი - ვიშკოვი; 
  • 13/02  დორდოი - ბიშკეკი;  
  • 16/02 მეტალისტი - ხარკოვი.

ეროვნული ლიგა 2  სტარტს 1 მარტს აიღებს. პირველ ტურში "შუქურა"  "შევარდენს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში