ანტალიაში რესტორნის სახურავის ჩანგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ

07 თებერვალი 2022, 14:06 1227 ნახვა

8 ადამიანი დაშავდა   თურქეთში ანტალიის სამთო-სათხილამურო კურორტზე სახურავის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას თურქული სააგენტო ანადოლუ ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად,  სახურავი თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა.  შემთხვევის ადგილზე მაშველთა და მედიკოსების ბრიგადები იყო მობილიზებული. 

ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა ტურისტების, ჟანდარმებისა და ობიექტის  თანამშრომლების ერთობლივი  ძალისხმევით მოხერხდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.  ანტალიის მერი  მუჰითინ ბეჩეკი  მომხდარს ტვიტერზე გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ კურორტზე თოვლის შედეგად რესტორნის სახურავი ჩაინგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში