საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

08 თებერვალი 2022, 10:55 1059 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 210 686.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში