აჭარაში კორონავირუსის 2 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

08 თებერვალი 2022, 10:56 989 ნახვა

8 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 758 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 813. მძიმე პაციენტია 150, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 43 პირი.

1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში