ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი

08 თებერვალი 2022, 10:42 800 ნახვა

ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 4 კომპანიის სახელით ყალბი ხელშეკრულებები გააფორმეს და საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, ყალბი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოიყენეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში