რატომ გაჩერდა საბაგირო? - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

08 თებერვალი 2022, 11:42 843 ნახვა

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი მოკლე ვადაში მოახდენენ პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოჰყვება რეაგირება და შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

პროცესში ქართული მხარის გარდა, ევროპელი სპეციალისტებიც არიან ჩართულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში