ვართ პიკის ფაზაში - თამარ გაბუნია 

08 თებერვალი 2022, 13:12 925 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი შემთხვევების გათვალისწინებით ახლა ქვეყანა პიკის ფაზას გადის.

თამარ გაბუნიას თქმით, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. 

მისივე განმარტებით, მომდევნო რამდენიმე დღ გადამწყვეტია და სპეციალისტები პროცესებს აკვირდებიან. 

''ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს გვაქვს, 24 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა მიუთითებს, იმას რომ ვართ პიკის ფაზაში. უნდა დავაკვირდეთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება უკვე სურათი, რომ ინფექციამ უკან დახევა დაიწყოს. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. 

მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას რა მიმართულებით მიდის ეპიდემია. როდიდან უნდა ველოდოთ შემთხვევების შემცირებას'' - განაცხადა გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია პირბადის ტარება და ასევე მოქალაქეები უნდა მოერიდონ დიდი თავშეყრებს. 

''დღევანდელი მონაცემებით ქვეყანა პიკშია. ეს პერიოდი რამდენ ხანს გახანგრძლივდება ჩვენზე  არის დამოკიდებული. როგორ ვატარებთ პირბადეს, თავს ავარიდებ დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია. ასევე რამდენად აქტიურად გაიკეთებს მოსახლეობა ბუსტერდოზას. ასე ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მეექვსე  ტალღა'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში