სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილზე დროულად დაბრუნებაში იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება დაგვეხმარება - გაბუნია 

08 თებერვალი 2022, 13:21 1040 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი მაღალი რისკის გარემოში მუშაობენ.

''სწორედ, სამუშაო ადგილზე მათი დროული დაბრუნებისთვის შეიძლება დაგვეხმაროს  ხუთ დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება, კოვიდ პროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება  ზოგადად გავრცელების კონტროლს, სამედიცინო პერსონალისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერდოზის გაკეთება და ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში