ჩინეთი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგია

08 თებერვალი 2022, 13:47 1019 ნახვა

ჩინეთმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას უსარგებლო უწოდა. ევროკავშირში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდა და უსარგებლო უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის მიმართული.

ნატოს გაფართოება  მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ხელს ვერ შეუწყობს - აღნიშნულია დოკუმენტში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან - ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ  მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. 

პუტინმა განმარტა, რომ  ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში