ვინ შეცვლის სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე?

08 თებერვალი 2022, 13:48 777 ნახვა

იენს სტოლტენბერგის შემდეგ  ნატოს გენერალური მდივანი  შესაძლოა იტალიის წარმომადგენელი გახდეს.  იტალიური მედიის თანახმად, ეტაპობრივი როტაციით გენერალური მდივნის თანამდებობა ხმელთაშუაზღვის რეგიონის ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს. 

ესპანეთსა და პორტუგალიას კონკურენტებად არ განიხილავენ, რადგან ამ ქვეყნების წარმომადგენლები უკვე იკავებენ საერთაშორისო პოლიტიკურ იერარქიაში მნიშვნელოვან თანამდებობებს, ესპანელი ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის უმაღლესი კომისარია, ხოლო პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალური მდივანი.  იტალიას ჯერ არ შეუთანხმებია თავისი კანდიდატი.

ნატოს მოქმედი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2022 წელს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველი გახდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში