მივყვებით გარემოსდაცვით პროცედურას, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება - არჩილ ჩიქოვანი ბაქრაძის ქუჩაზე

08 თებერვალი 2022, 17:00 974 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ბაქრაძის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოცემული მდგომარეობა სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია და პროქტზე მუშაობა უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

„ბაქრაძის ქუჩაზე ჩვენ გვქონდა სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული ზიანი. ამასთან დაკავშირებით სამუშაოები დაგეგმილი იყო, გვაქვს კონკრეტული პროექტი. სამუშაოების მიმდინარეობისას საჭიროება დადგა სკრინინგის პროცედურების გავლის, ვინაიდან იქ გარემოს დაცვითი კუთხით კონკრეტული გამოწვევები იდგა. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. მივყვებით სკრინინგის პროცესს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება“ - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში