გაზიფიცირების გაძვირებული ტარიფი კორპუსებში

08 თებერვალი 2022, 18:08 1551 ნახვა

ახალაშენებულ კორპუსებში, ბინაში გაზის შესაყვანად 800 ლარის ნაცვლად მესაკუთრემ 1 100 ლარი უნდა გადაიხადოს.

ბათუმში არაერთი ახალაშენებული კორპუსია, სადაც მოქალაქეები უკვე შესახლდნენ, თუმცა  ბუნებრივი აირი  შენობებში შეყვანილი არ არის. მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზიფიცირება გაზრდილი ტარიფით მოუწევთ.

ფასებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არეგულირებს და გაზიფიცირების საფასური 300 ლარით, სწორედ  სემეკის დადგენილებით 2021 წლის 11 ოქტომბრიდან გაძვირდა.

უწყებაში ამბობენ, რომ თანხა კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე დაამატეს.

ქალაქების გარდა გაძვირდა გაზიფიცირება მუნიციპალიტეტებში მდებარე კორპუსებშიც და 700 ლარი გახდა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში