“ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” - პროგრამის განხორციელება დაიწყო

08 თებერვალი 2022, 20:10 1148 ნახვა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - უსაფრთხო საცხოვრებლით 2025 წლამდე 3000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

ქალაქში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის ბინებით ჩანაცვლდება. პირველ ეტაპზე პროგრამა 70 ოჯახს შეეხება, რომლებიც რურუას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მათ უკვე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი საბინაო ფონდიდან, შეთავაზებას განიხილავენ და სავარაუდოდ, უმრავლესობა მას დათანხმდება.

ამორტიზებული საცხოვრებლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში