თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

20 დეკემბერი 2016, 00:00 4247 ნახვა

თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან ესროლა. “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, - დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა.  თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე უკვე ხუთი ადამიანია დაკავებული. თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ ელჩზე თავდამსხმელის დედა და დაც დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს ესროლა, პოლიციელი იყო. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს ინფორმაციით, რუსეთის ელჩის მკვლელი პოლიციაში ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელი 22 წლის იყო.მედიის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცავი უწყებიდან მიმდინარე წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ამავე კატეგორიაში