ნინო წიკლაური დილით სლალომში იასპარეზებს

08 თებერვალი 2022, 23:49 984 ნახვა

ქართველი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტური სლალომის შემდეგ უკვე სლალომში იასპარეზებს.

28 წლის წიკლაური უკვე ზამთრის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის. ნინომ რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში 82 მონაწილეს შორის 34-ე ადგილი დაიკავა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სლალომში გამოსვლები დილის 06:15 საათზე დაიწყება.

სპორტსმენები მეორე ცდაზე 9:45 საათიდან გამოვლენ. ამ დროისთვის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეიტინგს 4 ოქროს.

1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით შვედეთის დელეგაცია ლიდერობს. მეორე ადგილზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ნიდერლანდებია, ხოლო მესამე პოზიციას 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით მასპინძელი ჩინეთი იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში