ჯანმო: მსოფლიოშიგასულ კვირაში კორონავირუსს 68 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

09 თებერვალი 2022, 10:48 746 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 მილიონ  276 ათასს 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 17%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 67 ათასს 953 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით მეტია.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400 მილიონს გადააჭარბა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში