ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ერთი მოსამართლე გადაიყვანეს

09 თებერვალი 2022, 11:56 1174 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  კოლეგიის კიდევ ერთი მოსამართლე გამოაკლდა. როინ კახიძე საქმიანობას ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გააგრძელებს. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში  2019 წლიდან მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ამავე კოლეგიიდან მოსამართლე  დავით კეკენაძე საპენსიო ასაკის გამო  წავიდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების დეფიციტზე და ათასობით დროში გაწელილ განსახილველ საქმეზე საუბრობენ ადვოკატები. მათი განცხადებით, წლებია სამოქალაქო დავებზე სხდომები არ ჩანიშნულა და ვერ ხორციელდება  ეფექტური მართლმსაჯულება,  რის გამოც კლიენტები უკმაყოფილოები არიან. 

ამის გარდა, ამ დრომდე  სასამართლოს არც თავმჯდომარე ჰყავს. დავით  მამისეშეიშვილის წასვლის შემდეგ  მოვალეობას  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე  ასრულებს. 

უცნობია როდის დანიშნავს ახალ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭოში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში