ზელენსკიმ სლავკოვის ფორმატის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

09 თებერვალი 2022, 14:01 819 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა სლავკოვის ფორმატის ქვეყნებს-ჩეხეთს, სლოვაკეთს და ავსტრიას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ასევე კიევში სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენარჩუნებისთვის. 

სლავკოვის ფორმატის ქვეყნების საგარეოს საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების,  ასევე ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული პროდუქციის წვდომის გაფართოების  მნიშვნელობა. 

ლიპოვსკიმ, შალენბერგმა და კორჩოკმა ერთიანი პოზიცია გამოხატეს და განაცხადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება  განუყოფელია  ევროპის უსაფრთხოებისგან  და ამ ქვეყანაში მშვიდობის გარეშე შეუძლებელია კონტინენტზე სტაბილურობის მიღწევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში