აქცია ერგეში გაზიფიცირების პროცესის დასრულების მოთხოვნით

09 თებერვალი 2022, 14:29 2977 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ქვედა ერგეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეების თქმით, სოფელში გაზსადენი მილები გაყვანილია, თუმცა გაზი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.

მოქალაქეებთან ერთად  საპროტესტო აქციაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ სოფელ ერგეში, ჯოჭოში, ზედა ჯოჭოში, ეკალაურსა და ნიკიტაურში გაზიფიცირებისთვის 2019 წელს 2 მილიონ 717 ათას 963 ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები ხარვეზით შესრულდა, ამის მიუხედავად, იგი მაინც ჩაიბარეს.

აღნიშნულ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009’’-მ შეასრულა, სადაც გვითხრეს, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შესაბამის ვადაში ხარისხიანად  შეასრულა.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების  პროექტი გრძელდება.  ამ ეტაპზე გაზის მილების უკვე სოფლებამდე მიყვანის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების და გაზის აბონენტად დარეგისტრირების პროცედურების შემდეგ მოსახლეობა გაზით სარგებლობას შეძლებს.  თუმცა კონკრეტულ ვადებს უწყებაში ვერ ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში