ბათუმში ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტისთვის კონკურსი გამოცხადდა

09 თებერვალი 2022, 16:51 1421 ნახვა

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  630 000 ლარია  (დღგ-ს გარეშე).  წინადადებების მიღება კი  2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება.

საკონკურსო დოკუმენტაცია წერია რომ ლადო ასათიანის №27-ში  1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენის  სამშენებლო სამუშაოები უნდა  დასრულდეს, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება. 

ასევე უნდა მომზადდეს 800 მაყურებელზე გათვლილი  ახალი საცურაო აუზის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი,რომელიც ცურვასა და  წყალბურთში ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში